GE

სხვადასხვა სკოლის 4 მოსწავლეს რუსთავში კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში, სხვადასხვა სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ორი #4 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, მამუკა ხამხაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულები 1-ლი და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან.

მისივე თქმით, მე-8 კლასის მოსწავლე ბოლო პერიოდში სკოლაში არ ცხადდებოდა, ამიტომაც დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ 1-ლი კლასი გადავიდა.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა რუსთავის #18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს. დირექტორის, ნატალია ჯავახიშვილის თქმით, კლასი სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

დადასტურებულ შემთხვევებს შორისაა 28-ე სკოლის მოსწავლე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, ნათია მაზანიშვილის განცხადებით, კლასი არ გადასულა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, რადგანაც მოსწავლე ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვირუსი მისი ოჯახის წევრს აღმოაჩნდა, სკოლაში არ გამოცხადებულა. სკოლის მოსწავლეები სწავლების ონლაინ მეთოდზე 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.

დირექტორები ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგებს მასწავლებლების თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ, რადგანაც პედაგოგები COVID-19-ზე პერიოდულად მოწმდებიან.

წყარო: inforustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური