GE

„თანამდებობის დატოვების პირადი მიზეზი მაქვს“ – მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად პირადი ხასიათის საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მისი თხოვნაა,  ყველამ თავს შეიკავოს პოლიტიკური სპეკულაციებისგან.

„თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზის გამო და იმედი მაქვს, რომ ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცი მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ჩემს მიმართ, ასევე განათლების სისტემური რეფორმის მიმართ. პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ეს არის უდიდესი მიღწევა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება მის შემცვლელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

ანუკი წიწილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური