GE

თანამდეროვე სწავლების გამოწვევები და XXI საუკუნის 8 აუცილებელი უნარ-ჩვევა

საგანმანათლებლო მიღწევები და კოგნიტური უნარები განათლების ორი კატეგორიაა. 39 ქვეყნისა და ერთი რეგიონის (ჰონგ-კონგის) მაგალითზე შემუშავებულია მათი გლობალური ინდექსი, გამოვლენილია თანამედროვე სწავლებისთვის აუცილებელი 8 უნარი, რომელთა მნიშვნელობა ქვემოთ მოყვანილი 6 გამოწვევით დასტურდება:

1.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD მიიჩნევს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმ ქვეყანათა ნახევრის მიღწევები, რომელთა ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, განაპირობა მოსახლეობაში კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარებამ.

2.ბოლო წლებში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ თანამედროვე ეპოქაში წერა-კითხვა და არითმეტიკა საკმარისი არაა. 21-ე საუკუნეში არა შემეცნებითი უნარების როლი ნელ-ნელა იზრდება და სოციალური ინტერაქციის განმაპირობებელი ხდება.

3.მერწმუნეთ, რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოიმუშავებს ბავშვებს უნარ-ჩვევებს, მით უფრო მარტივად განვითარდებიან ზრდასრულ ასაკში.

4.მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად წიგნში თავის ჩარგვა და სწავლა, უნარების დაქვეითების მიზეზი გახდება, თუ ადამიანმა წერა-კითხვის პარალელურად უნარების გამომუშავებაზეც არ იმუშავა.

5.ტექნოლოგიას განათლების სისტემაში ახალი გზების გაყვანა შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზა. ის მხოლოდ დამხმარეა უნარების განვითარებისთვის.

6.21-ე საუკუნეში ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ინვესტიციას არც პედაგოგების მომზადებასა და არც ტექნოლოგიურ სიახლეებში არ დებენ, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში, სანამ ამ უნარების გამომუშავებაზე ფიქრს დაიწყებენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ძირითადი ცხოვრებისეული უნარები მათთვის უცხო არაა.

ამდენად, 21-საუკუნისთვის აუცილებელი უნარებია:

  • ლიდერობა
  • ციფრული წიგნიერება
  • კომუნიკაცია
  • ემოციური ინტელექტი
  • მეწარმეობა
  • გლობალური მოქალაქეობრივი თვითშეგნება
  • პრობლემების გადაჭრა
  • გუნდური მუშაობა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მაია მელაშვილი პედაგოგი, ბლოგერი