GE

თანამედროვე განათლების სისტემას საბჭოთა კავშირის ჯობდა – პარლამენტის დეპუტატი

განათლების ახლანდელ სისტემას საბჭოთა სისტემა ჯობდა – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების კუთხით საბჭოთა სასკოლო განათლება, როგორც სისტემა, თანამედროვეს ნამდვილად ჯობდა და ის განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო.

„შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასკოლო განათლება, როგორც სისტემა –ის სჯობდა. გასაგებია, ჩვენ რაღაც პროცესებს მივუერთდით, ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ვიძახით იმის თაობაზე, რომ იქ კორუფცია იყო გამეფებული. გეთანხმებით, ოქროს მედალს არ მოგცემდნენ ისე, მაგრამ იყო სისტემა, რომელიც გაძლევდა ზოგად განათლებას. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსწავლეები გაცილები უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, განვითარებული, მოწინავე ქვეყნების მოსწავლეები. ეს ცნობილია, იმარჯვებდნენ ოლიმპიადებზე, მათემატიკური თუ სხვა ტიპის. ზოგადად, უფრო მეტს კითხულობდნენ, სპეციალიზაცია იყო მერე პრობლემა,  თორემ ზოგადი განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემა ,,პოლიტიკურ დედექტორში”.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური