GE

თანამედროვე  სკოლა თანამედროვე განათლებით – წარმატებული მომავლის გარანტი!

მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება, ტურნირები საზღვარგარეთ, საერთაშორისო კონფერენციები, სპორტული შეჯიბრებები და წარმატება არის ის, რასაც ქართულ–ამერიკული სკოლა თავის მოსწავლეებს სთავაზობს. როგორც სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი აღნიშნავს, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძნებულ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ პროგრამებში; ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია იმ უნარების გამომუშავებისთვის, რომელთა ფლობაც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატების მოპოვებისთვის.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს?

-პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ სკოლა მოსწავლეებს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ და ოჯახურ გარემოს სთავაზობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საქართველოში ჩვენ საერთაშორისო–სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსის „INTEL ISEF“- ის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამ კონფერენციაში მონაწილეობა მივაღებინოთ როგორც ჩვენი, ისე სხვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან.

ამასთან, გეტყვით, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა პარტნიორ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან ერთად, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსსა და ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. მათ შორის: ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაში (ICYS); ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადასა (IJSO) და საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (INNTEL ISEF).

იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას, სკოლას ძალიან მაღალი აკადემიური მოთხოვნები გააჩნია. გაძლიერებული სწავლება გვაქვს ინგლისურში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ამასთან, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების გარდა, მოსწავლეებს დამატებით ვამზადებთ იმ უნარების გასავითარებლად, რომელიც საერთაშორისო კონკურსებისთვის არის საჭირო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ბავშვებს გამარტივებული მეთოდებით მიეწოდებათ, რათა მათთვის სწავლა დაღლასათან და სტრესთან არ ასოცირდებოდეს.

გეტყვით იმასაც, რომ მოსწავლეებს ვთავაზობთ ე.წ. შაბათის სკოლას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგნის ათვისება გაუჭირდათ, რაიმე ვერ გაიგეს ან დამატებითი ახსნა სჭირდებათ, მოსწავლეები შაბათის სკოლაში მოდიან. აქ კი, მათთვის პრობლემატური საკითხების ახსნა და გაანალიზება თავიდან ხდება.

-როგორია ქართულ–ამერიკული სკოლის მოსწავლეების არააკადემიური სასკოლო გარემო?

 -ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპორტში და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ. შესაბამისად, სპორტული აქტივობების მხრივ მოსწავლეებს ფართო არჩევანს ვთავაზობთ. მაგალითად, სკოლის ტერიტორიაზე გვაქვს ფეხბურთის კლუბი, მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკისა და კარატეს კლუბები. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული „მზიურის კორტებთან“, სადაც დაწყებითების მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი უტარდებათ. ასევე, ვთანამშრომლობთ სპორტკომპლექს „არენასთან“ და მოსწავლეების სურვილისამებრ ხდება მათი ცურვის გაკვეთილებზე წაყვანა. ვმონაწილეობთ სპორტულ შეჯიბრებებშიც. მაგალითად შარშან, ჩვენმა მოსწავლემ სკოლებს შორის ჩატარებულ ბოულინგის ტურნირში გაიმარჯვა.

ასევე მნიშნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, ბავშვების შემოქმედებით განვითარებას და მათ ვთავაზობთ, როგორც ქართული ცეკვისა და სიმღერის წრეებს, ისე თანამედროვე ცეკვისა და სიმღერის ჯგუფებს. გვაქვს ხატვის, ხელოვნებისა და ფერწერის კლუბებიც.

მეტი ინფორმაცია სკოლის შესახებ

– როგორ ახერხებს სკოლა სწავლების მაღალი ხარისხის მონიტორინგს?

-ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ, როგორც სწავლის ხარისხს, ისე მოსწავლეების მხრიდან ამა თუ იმ საგნის ათვისების პროცესს. ამაში კი სხვადასხვა ტიპის გამოცდები გვეხმარება.

სკოლაში წელიწადში სამჯერ ვატარებთ საგნობრივ კვირეულებს, სადაც პედაგოგები ერთმანეთის ჩატარებულ გაკვეთილებს ესწრებიან. ეს არის ღია გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ შორის სხვა სკოლის წარმომადგენლებს, ბავშვების ახლობლებს და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეებს უტარდებათ ტესტირებები და წერითი გამოცდები, რათა  ზეპირი და წერითი უნარები ერთ დონეზე განუვითარდეთ.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სკოლების რეიტინგში, ქართულ-ამერიკულ სკოლას საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი მიაკუთნა. ამ წარმატებას კი მხოლოდ 5–წლიანი მოღვაწეობის შედეგად მივაღწიეთ.

ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარე შეფასებებს, რომლისთვისაც კემბრიჯის ტესტირებას ვიყენებთ. მეოთხე კლასიდან ზევით ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ამ ტესტირებაში და მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილა შემთხვევა, მაქსიმალური თხუთმეტქულიანი ტესტიდან, ჩვენს მოსწავლეს თოთხმეტზე დაბალი აეღოს. ამასთან, გარე შეფასებაში მოვიაზრებთ კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე მიღწეულ წარმატებებსაც.

გეტყვით, რომ ერთი კვირაა რაც ჰოლანდიიდან ჩამოვედით, სადაც IJSO-ის კონფერენციაში ვიღებდით მონაწილეობას მონაწილეობას ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან ერთად. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაში კი, წელს ჩვენმა მოსწავლეებმა,  ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში გვიჩვენებს იმას, თუ როგორია ჩვენი სწავლების ხარისხი და დონე, რომელიც პირველ რიგში ჩვენი წარმატებებით განისაზღვრება.

ქართულ–ამერიკული სკოლა

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური