GE

თავდაცვის აკადემიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს თავდაცვის უწყებამ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. პირველი ივნისი დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.

მოზარდები სპორტულ შეჯიბრებებში აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩაერთვნენ. მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ, დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ. სადილის შემდეგ ბავშვები თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ვირტუალურ ბრძოლის სცენებს დაესწრნენ. მოზარდებმა ასევე ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და პეინტბოლი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური