GE

თავდაცვის აკადემიაში კრიტიკული აზროვნების სემინარი გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ,,კრიტიკული აზროვნების” სემინარი გაიმართა. ღონისძიებას DEEP საქართველოს პროექტის თავმჯდომარე, ბატონი რობერტ ანტისი და ქალბატონი ილარია დესანტისი უძღვებოდნენ.

სემინარზე მონაწილეები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ კრიტიკული აზროვნების განსხვავებულ პერსპექტივებს, კრეატიულ და ეთიკურ აზროვნებას, პრობლემის ელემენტების იდენტიფიცირებას და ანალიზს, ასევე ორგანიზებულ მიდგომასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური