GE

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლების კვირეული დაიხურა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლება (MAPEX), რომელშიც მონაწილეობას აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან ერთად ლიეტუვის, ლატვიის, უკრაინის, ესტონეთისა და მოლდოვას სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ბრიგადის დონეზე განიხილეს თავდაცვისა და თავდასხმის მოქმედებები, ასევე გაეცნენ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა გეგმას.

აღნიშნული სწავლების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ნატოს ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება.

სწავლების მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ლიეტუვის სამეთაურო-საშტაბო კურსის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა არისტიდას გერასიმავიჩიუსმა და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური