GE

თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ, პარლამენტის განათლების კომიტეტის მოადგილეც აირჩიეს

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი აირჩიეს. მას კომიტეტის სხდომაზე შეკრებილი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

თამარ ტალიაშვილი 2017 – 2020 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე იყო.

მე-10 მოწვევის პარლამენტის  განათლების და მეცნიერების კომიტეტი ამ ეტაპზე შემდეგი შემადგენლობისაა: შალვა პაპუაშვილი (თავმჯდომარე), გიორგი ამილახვარი (პირველი მოდგილე), თამარ ტალიაშვილი (მოადგილე), ანა ბუჩუკური (წევრი), გიორგი დავითულიანი (წევრი), ალექანდრე ელისაშვილი (წევრი), დავით ზილფიმიანი (წევრი), ვლადიმერ კახაძე (წევრი), მარიამ ლაშხი და მაია მენაღარიშვილი.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ორი მოადგილე უკვე ჰყავს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კიდევ ერთი მოადგილის წარდგენის უფლება ოპოზიციურ ფრაქციას ან ოპოზიციონერ დეპუტატთა არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს აქვს.

კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლების კომიტეტში, ნებისმიერ დროს საკუთარი წარმომადგენელი დაასახელოს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური