GE

თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქია – UNESCO

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა. გადაწყვეტილება 2019 წლის ივნისში, შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე, მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

ლოზუნგის გარშემო OK, და შენი შემდეგი წიგნი არის… შემუშავებულია პროგრამა, რომლის მიზანი ახალგაზრდებში იმ თანამედროვე ტექნოლოგიის პოპულარიზაციაა, რომლებიც მათ კითხვის სტიმულს მისცემს. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან და ფართომასშტაბიან აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა ბიბლიოთეკების მოწყობა, წიგნის ფესტივალი ბავშვებისთვის, თანამედროვე ციფრული პროექტი წიგნის თამაშად გადაქცევისთვის და პირველი ქართული გამომცემლობის სახლის რეკონსტრუქცია.

ღონისძიებებს შორისაა ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაბალი სოციალური ფენის მკითხველების წიგნებით უზრუნველყოფას.

წლის აღნიშვნა 2021 წლის 23 აპრილს, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს დაიწყება.

იუნესკოს მიერ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებულ ქალაქებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელი შეუწყონ წიგნების გავრცელებას და მოაწყონ შესაბამისი აქტივობები.

ტრადიცია სათავეს 2001 წლიდან იღებს და თბილისი წიგნის 21-ე დედაქალაქია.  წინა წლის გამარჯვებულები არიან : კუალა ლუმპური, ალექსანდრია, შარჯა, ნიუ დელი, ანვერსი, მონრეალი, ტურინი, ბოგოტა, ამსტერდამი, ბეირუთი, ლუბლიანა, ბუენოს აირესი, ერევანი, ბანგკოკი, პორტი ჰარკორტი, ინჩეონი, ვარშავა, კონაკრი და ათენი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური