GE

თბილისი ინტერნეტმმართველობის პირველ ახალგაზრდულ სკოლას მასპინძლობს

12 ნოემბერს სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ინტერნეტმმართველობის პირველი ახალგაზრდული სკოლა გაიხსნა.

ინტერნეტის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტები შეხვდებიან საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს და გამოცდილებას გაიზიარებენ.

საკითხები მოიცავს ყველა იმ აქტუალურ სიახლეს, რომელიც ინტერნეტმმართველობასთანაა დაკავშირებული: ინტერნეტის ისტორიას, კიბერ უსაფრთხოებასა და პერსონალური მონაცემების დაცვას, ასევე ინფორმაციის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ღონისძიება ინტერნეტმმართველობის მასშტაბური რიგით მეხუთე ფორუმის ფარგლებში ტარდება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. ასევე ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), ინტერნეტ სივრცეში სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN ), ევროპული IP მისამართების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ინტერნეტ მმართველობის ფორუმის მხარდამჭერი ასოციაციის (IGFSA) მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური