GE

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რამდენიმე კლასი ონლაინ სწავლების რეჟიმში გადაიყვანეს. ინფიცირებულები არიან როგორც სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე პედაგოგები და მოსწავლეები.

„პისიარით დაუდასტურდა ოთხ მასწავლებელს. ოთხი მასწავლებლის შემდეგ ერთ ბიბლიოთეკარს და კარისკაცს გამოუვლინდა ინფექცია. ამ ეტაპზე იზოლაციაში გვყავს უკვე 18 მასწავლებელი, მათ შორის არიან ადმინისტრაციის თანამშრომლები და სასწავლო ნაწილი. გვყავს ასევე ინფიცირებული ბავშვები მე-11 და მე-7 კლასში. შაბათსაც ჩატარდა სკოლის დეზინფექცია, დღეს კიდევ განმეორებით ჩაატარეს შესაბამისმა სამსახურებმა. ის კლასები, სადაც დაფიქსირდა  ვირუსი დაიხურა მთლიანად და გადავიყვანეთ ონლაინ სწავლებაზე. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია რესურს-ცენტრს, მანდატურის სამსახურმაც იცის. სხვა კლასებში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ბავშვები არ არიან ბევრი. შეძლებისდაგვარად უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სჯობდა ონლაინ სწავლება“, – ამბობს 161-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ნათელა წულაია.

სკოლის მანდატურიც აცხადებს, რომ სკოლაში მასწავლებელთა უმრავლესობა ინფიცირებულია. ცხრა თანამშრომელს დაავადება სავალებულო ტესტირების დროს გამოუვლინდა.

წყარო: მთავარი არხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური