GE

თბილისის 39-ე საჯარო სკოლასთან მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

გლდანში, 39-ე სკოლასთან, მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, დაზარალებული მეორე კლასის მოსწავლეა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სკოლაა განთავსებული, მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა. მათი თქმით, გლდანში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობის ინტენსიურობამ ამ მონაკვეთზე გადაინაცვლა და საგზაო შემთხვევებიც გახშირდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი იყო მივლენილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური