GE

თბილისის ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე 60 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებსა და „ტექნიკური დავალებაში“ გაწერილ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი და ქათამი) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შეტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2). პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

ტენდერის პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მარჯვენა სანაპიროსთვის 17 002 058 ლარი, მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში კი, 43 265 221 ლარია.

პრეტენდენტს მოეთხოვება, ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.

პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა ჰქონდეს საერთაშორისო IშO 9001:2008 ან IშO 9001:2015 ან IშO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 20 მაისს, ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2018 წელს, ერთი წლის განმავლობაში, ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერის ღირებულება 34 მილიონ ლარს შეადგენდა.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თავად ახორციელებდნენ.

27 მაისიდან კი, მერიამ აღნიშნული სერვისის მიმწოდებლად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კომპანია „მზიური“ შეარჩია.

1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური