GE

თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა – ბაღების სია

2019-2020 სააღმზრდელო წელს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ნაწილი სამზარეულოებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით შეხვდება.

ვიდეოკამერები უკვე დამონტაჟებულია თბილისის მასშტაბით 11 საჯარო ბაგა-ბაღში, რის შედეგადაც მშობლებს შეეძლებათ უყურონ რა ხდება სამზარეულოში.

როგორც EDU.ARIS.GE-ის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, კამერები დამონტაჟებულია თბილისის #38, #44, #49; 53; #56, #57; #67; #68; 73; #118 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში“.

„ახალაშენებულ ბაღებში განვახორციელეთ ეს პროექტი. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი გამჭვირვალობის კუთხით. კამერები დამონტაჟებულია სამზარეულოს არეალში და ნებისმიერ მშობელს შეუძლია ნახოს როგორ მზადდება ეს პროდუქტები. ინტერნეტზე ჯერჯერობით წვდომა არ აქვს და ადგილზე მისვლით შეეძლებათ ეს. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს და განვაგრძობთ ამის მიხედვით“, – აღნიშნა კახა გვანცელაძემ.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი