GE

თბილისის ბაღების ნაწილი ისევ გაიხსნა, კორონავირუსის გამო დახურულია 64 ბაგა-ბაღი

თბილისის საჯარო სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილმა, სადაც პროცესი კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო იყო შეჩერებული, მუშაობა განაახლა.

დახურული ბაღების გახსნა 12-დღიანი საკარანტინე ვადის დასრულების შემდეგ მოხერხდა.

EDU.ARIS.GE-ს, 21 ოქტომბერს, ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დახურულია თბილისის 64 საბავშვო ბაღი.

რაც შეეხება გახსნილი ბაღების მონაცემებს, როგორც სააგენტოში გვპასუხობენ, დღეს სააღმზრდელო პროცესი განაახლა 34-მა ბაღმა და ხვალ კიდევ ორი ბაღი უნდა გაიხსნას.

ასევე იხილეთ:

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, ყველა მშობელი, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური