GE

თბილისში 12 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი განხორციელდება – სია

თბილისში, ავარიულობის გამო, 12 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი განხორციელდება. მათ ნაცვლად კი ახალი უნდა აშენდეს.

როგორც  EDU.ARIS.GE-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ბაგა-ბაღი ვარკეთილის მეურნეობაში,

#10 ბაგა–ბაღი;

#6 ბაგა–ბაღი;

#14 ბაგა–ბაღი;

#19 ბაგა–ბაღი;

#28 ბაგა–ბაღი;

#43 ბაგა–ბაღი;

#125 ბაგა–ბაღი;

#84 ბაგა–ბაღი;

#96 ბაგა–ბაღი;

#47 ბაგა–ბაღი;

#109 ბაგა-ბაღი.

ბაგა-ბაღების ავარიულობასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგადად, ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არის პრობლემები და ეს უნდა იქნას მოწესრიგებული.

„რამდენიმე ბაღში როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა, შეჩერებული იქნა სწავლა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მოხდება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბაღების რეაბილიტაცია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომლებსაც სჭირდება დემონტაჟი და თავიდან უნდა განხორციელდეს პროექტები. ესეც წელს დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური