GE

საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge 24 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

24 თებერვალს საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge, სასტუმრო „Rooms“- ში, განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018-ს უმასპინძლებს. გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები: დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდანდა ჩეხეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი.

გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მერვედ გაიმართება, ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალებას მისცემს პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებსდა გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

წელს UK Bridge 10 წლის იუბილეს აღნიშნავს! სწორედ ამიტომ გამოფენაზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებულ პრიზებს სთავაზობს. სააგენტო 3 სხვადასხვა პრიზს გაათამაშებს:

  • 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საუკეთესო საზაფხულო სკოლაში – Select English.
  • 4 თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისში – Lingua Lab ის ცენტრში
  • ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით Georgian Airways–სგან.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გვეწვიოთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, მიიღოთ გათამაშების ბილეთი და 18:00 საათზე დაესწროთ დაჯილდოვების ცერემონიალს. ბილეთების გაცემა 17:00 საათზე შეწყდება!

გამოფენა 12:00 საათზე გაიხსნება სასტუმრო „Rooms“- ში (#პეტრიაშვილის 24) და  18:00 საათზე დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ – www.ukbridge.ge

educationfair2018.eventbrite.com

ღონისძიების კოორდინატორი:

სალომე პატარიძე

ტელ: 599 70 00 01

E-mail: salome@ukbridge.com

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური