GE

თბილისში კიდევ 23 ბაღი დაიხურა, სულ 78, რაც საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, დღეს თბილისში კიდევ 23 ბაღი დაიხურა. ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ს 12 ოქტომბერს, ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 186 საბავშვო ბაღიდან ჯამში 78-ია დახურული, რაც საერთო რაოდენობის 40%-ია.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა როგორც აღსაზრდელებში, ისე ბაღის თანამშრომლებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებში.

როგორც ბაღების მართვის სააგენტომ განმარტა, საბავშვო ბაღები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე 12 დღის ვადით იხურება. სააღმზრდელო პროცესი თითოეულ ბაღში სწორედ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ განახლდება.

ბაღების მართვის სააგენტოს ამ მომენტისთვის არ აქვს 12 ოქტომბერს დახურული ბაღების ჩამონათვალი, გუშინ კი, 55 დახურული ბაღის სია ასე გამოიყურებოდა:

მე-8; მე-10; მე-12; მე-15; 29-ე; 38-ე; 39-ე; მე-40; 44-ე; 45-ე სამგორი; 45-ე ნაძალადევი; 53-ე; 57-ე; 59-ე; მე-60; 63-ე; 65-ე; 66-ე; 72-ე; 74-ე; 75-ე; 83-ე; 84-ე; 86-ე; 92-ე; 93-ე; 95-ე; მე-100; 101-ე; 102-ე; 103-ე; 104-ე; 107-ე; 109-ე; 112-ე; 116-ე; 117-ე; 121-ე; 135-ე; 136-ე; 143; 145-ე; 156-ე; 160-ე; 166-ე; 169-ე, 173-ე; 186-ე; 191-ე; 208-ე; 210-ე; 212-ე; 216-ე; ხუთკუნჭულა 1-2; იმედი საბურთალო.

როგორც დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, დამატებითი რეგულაციების დაწესება არც ბაღებისთვის იგეგმება და მთავარი იმ წესების დაცვაა, რომელიც მათ უკვე აქვთ: “ბაგა ბაღებშიც მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია”, – თქვა მინისტრის მოადგილემ და ბაღების გარკვეული ნაწილის დახურვის გამო მწუხარება გამოხატა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური