GE

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლ პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისივე განმარტებით, 8 თებერვლიდან აღდგემა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრულად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც; მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო კერძო ტაქსები. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში, საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში რუსთავში და ქუთაისში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა განმარტა, შეზღუდვების შემსუბუქება იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ კორონავირუსზე გატესტილთა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვევით ჩამოვიდა.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა და მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.

“ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ჯერ არ იხსნება – განათლების მინისტრის განმარტება

ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები არ გაიხსნება – მიიზეზს ვიცე-პრემიერი განმარტავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური