GE

„თებერვალში ბრიტანეთში სკოლების გახსნა შეუძლებელი იქნება“ – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, თებერვალში სკოლების გახსნა შეუძლებელი იქნება. თუმცა ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ბრიტანეთში სკოლების 8 მარტიდან გახსნას შესაძლებელს გახდის.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი თუ შემცირდება, შესაძლებელი გახდება სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნაც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონმა შეაჩერა ეკონომიკა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, აჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ  ბრიტანეთში კორონავირუსმა 102 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ვირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური