GE

ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო.

სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მათი უკიდურესი პროტესტის მიზეზი უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნაა, რადგანაც მათი თმით, საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია და მას არ აქვს მორალური უფლება მართავდეს უმაღლეს სასწავლებელს.

“სანამ ეს ადამიანი არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, იქამდე ვიქნები ამ შენობაში”, – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე სტუდენტი.

უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე კი ამბობს, რომ ეს პროცესი დემოკრატიულია და ყველა ის ნასამართლეობა, რომელიც მას ჰქონდა გაქარწყლებულია. აღნიშნულზე კი ინფორმირებული იყო მისი რექტორად არჩევის დროს კომისიაც. დავით გურგენიძე არ აპირებს თანამდებობის დატოვებას ვიდრე არ ამოიწურება მისი უფლებამოსილება რექტორის თანამდებობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური