GE

ტექნოლოგიების ფესტივალი გორში – ვორქშოფების სერია აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით, 23 ივნისს, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართება ტექნოლოგიების ფესტივალი აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

შეხვედრაზე ჩატარდება ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით:

  • კიბერჰიგიენა;
  • მეწარმეობა;
  • ტექნოლოგიური ტრენდები და სიახლეები.

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს

ღონისძიებების თარიღი:23 ივნისი, 2021
შეხვედრის დრო: 15:00 საათი და 17:30 საათი

შეხვედრის ადგილი: ქალაქი გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ვორქშოფები გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური