GE

ტექსტის ათვისება ერთ წაკითხვაში 100%–იანი შედეგით

გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა ტექსტის წაკითხვაში დიდ დროს ვხარჯავთ და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ვერფარი ვერ გავიგეთ. ამას შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად: ხმაური გარშემო ან გონებაგაფანტულობა . ქვემოთ მოყვანილია 10 რჩევა იმისათვის, რომ წაკითხული ტექსტის 100%-ით შთანთქმა შეძლოთ:

მოძებნ წყნარი, იზოლირებული ტერიტორია.  კითხვის დროს მცირედი ხმაურიც კი გონებას გვიფანტავს და კონცენტრირებაში გვიშლის ხელს. ამიტომაც, პირველ რიგში მნიშვნელოვანია განმარტოვდეთ. სახლში ასეთი ადგილი მისაღებისა და სამზარეულოსგან მოშორებით უნდა ეძებოთ. სკოლაში კი საუკეთესო ადგილი ბიბლიოთეკაა.

თუ იცით, რომ ხმაურს ვერ დაემალებით, ყურის საცობები ან ყურსასმენები დაგჭირდებათ. გამორთეთ wifi, რათა ახალმა შეტყობინებებმა ყურადღება არ გაგიფანტოთ და მაქსიმალურად ფოკუსირდით ტექსტზე.

გააფრთხილეთ გარშემომყოფები რომ გარკვეული დროის განმავლობაში კითხულობთ და ეცადონ, არ შეგაწუხოთ. უთხარით კონკრეტული დროც, მაგალითად ერთი ან ნახევარი საათი, რათა გარანტია გქონდეთ იმისა, რომ ამ პერიოდში კარს არავინ შემოგიღებთ

 წაიკითხეთ დაბეჭდილი ტექსტი. კომპიუტერში ან მობილურში კითხვა თვალებს გვიძაბავს და ტექსტზე ფოკუსირებას ამცირებს. ფურცლის ალტერნატივა eReader ითვლება, რომელიც თვალებზე ცუდად არ მოქმედებს, თუმცა ბეჭდური ტექსტის წაკითხვას მაინც სხვა ხიბლი აქვს . თუ მაინც იძულებული ხართ, ელექტრონულად იკითხოთ, რაც შეიძლება დაუწიეთ მონიტორის სინათლეს.

გამოყავი საკვანძო სიტყვები, იდეები და თემები, დააკვირდი გამეორებად სიტყვებს და ეძებე მათში იდეები. გამოიყენეთ ისინი, როგორც ტექსტის გზამკვლევები

იკითხეთ ხმამაღლა. ასე თქვენ თქვენს თავს მოუსმენთ და უკეთ დაიმახსოვრებთ წაკითხულს.

ნელა წაიკითხეთ გაგუგებარი ნაწილი. თუ რომელიმე ნაწილი თქვენთვის ბუნდოვანი დარჩება, ხელახლა წაიკითხეთ, დაააკვირდით ყველა სიტყვას და თავიდან შეეცადეთ გაიაზროთ. ასევე, გამოყავით მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნაწილები. ის, რაც არაა მნიშვნელოვანი, დროის დაკარგვად არ ღირს.  ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რა არის ტექსტის მიზანი.

მონიშნეთ საინტერესო ფრაგმენტები. გამოიყენეთ მკვეთრი ფერის მარკერი ან უბრალოდ კალამი და ხაზი გაუსვით საინტერესო ნაწილებს. შეგიძლიათ ამოიწეროთ კიდეც. რამდენიმე დღის ან წლის შემდეგ, როცა ნაწერს კვლავ გადაავლებთ თვალს იგი ძველ ემოციებსა და მთლიან ტესქტსაც გაგახსენებთ.

 შექმენით კითხვების ნუსხა. ტექსტის შესახებ დაუსვით კითხვები საკუთარ თავს. ჩაინიშნეთ ის ბლოკნოტში და მოგვიანებით, როცა დაინტერესდებით, იმის შესამოწმებლად რამდენად კარგად გახსოვთ ტექსტი, ეცადეთ უპასუხოთ კითხვებს.

ჩამოწერეთ თქვენთვის უცნობი სიტყვები და მოიძიეთ მნიშვნელობები. ეს დაგეხმარებათ როგორც ზოგადი ცოდნის გაზრდაში, ისე ტექსტის უკეთ გააზრებაში.

როგორ ვწეროთ ესე – პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: wikihow.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური