GE

თერჯოლის ერთი სკოლის რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – COVID-19 მოსწავლეებს დაუდასტურდათ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის საჯარო სკოლაში რამდენიმე კლასი კვლავ დისტანციურ სწალებაზე გადავიდა, მიზეზი მოსწავლეთა კორონავირუსით ინფიცირებაა.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი კორონავირუსი მე-3, მე-5 და მე-11 კლასელებს დაუდასტურდათ. ამ დროისთვის თავად სკოლა დისტანციურ სწალებაზე არ გადადის და სასწავლო პროცესს დასწრებულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა, სკოლის გადაწყვეტილებით, თუ კიდევ დადასტურდება რამდენიმე შემთხვევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლენ სრულად ონლაინ სწავლებაზე.

„რამდენიმე კლასი დისტანციურზე გადავიდა, მე-3, მე-5 და მე-11 კლასებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. როგორც დირექტორმა განგვიცხადა, ამ ეტაპზე მთლიანად სკოლის ონლაინ სწავლებაზე გადასვლის საჭიროება არ არის. თუ კიდევ იქნება შემთხვევა, მაშინ იმსჯელებენ და მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – გვითხრა მოსწავლის მშობელმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის საჯარო სკოლა დასწრებულ რეჟიმში ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ, 18 იანვრიდან სწავლობს. აღნიშნული კლასები დისტანციურ სწავლაზე 2 დღის წინ გადავიდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური