GE

ტრენინგები ბევრია, დათოს ტრენინგები – ერთადერთი

ამ პოსტში გვინდა მოგითხროთ 2021 წლის ისტ პედაგოგთა გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის შესახებ, რომელსაც წლიდან წლამდე წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ პედაგოგთა ასოციაცია. ტრენინგს შეუცვლელად ატარებს დათო მალანია. ამ ტრენინგებზე მეტი ინფორმაციისთვის მოვუსმინოთ დათოს:

უფრო დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ ნახოთ  იუთუბში

ჩამოვთვლი 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს ტრენინგები იმ მრავალფეროვანი არჩევანიდან, რაც გაქვთ:

1. ყველაზე დიდი გამოცდილება: მე ამ ტრენინგებს ონლაინში ვატარებდი 2015 წლიდან. წელს მე-9 სეზონია.

2. ყველაზე დიდი რესურსი: ტრენინგები სრულად მოიცავს საგამოცდო საკითხებს, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკული დავალებების ნაწილში. მსმენელები ხშირად აღნიშნავენ კმაყოფილებას, რომ გამოცდაზე ზუსტად ის კითხვები შეხვდათ, რაც ტრენინგზე დეტალურად იყო განხილული.

3. ტრენინგები ონლაინში ტარდება და ჩანაწერები კეთდება. ანუ შეგიძლიათ დაესწროთ, სადაც გინდათ, როცა გინდათ და რამდენიც გსურთ, ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. შეგიძლიათ ჩანაწერი გადაახვიოთ, ან მიუბრუნდეთ თქვენთვის საინტერესო ნაწილებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ. ჩანაწერი თქვენს განკარგულებაში რჩება.

სულ გათვალისწინებულია 30 შეხვედრა, თითოეული – 90 წუთიანი ხანგრძლივობით. შეხვედრების შემდეგ შეგიძლიათ დასვათ კითხვები ვიდეორეჟიმში. ტრენინგები აპრილში დაიწყება და გამოცდამდე 3-5 დღით ადრე დამთავრდება.

4. არ გჭირდებათ მასალის სხვადასხვა ადგილას ძებნა: მთელი ტრენინგის მასალა თავმოყრილია ერთ გვერდზე. გვერდზე შესასვლელად იმახსოვრებთ მარტივ შემოკლებულ ბმულს. მაგალითად 2021 წლის მასალები თავმოყრილია ასეთ ბმულზე Bit.ly/ict21z

შეხვედრებზე თქვენ მოისმენთ ლექციას ყველა თეორიულ მასალაზე. ყველა ლექცია ვიზუალური მასალითაა წარმოდგენილი და გამოყენებულია სხვადასხვა პრეზენტაციები, სიმულაციები, ვიდეოები და ანიმაციები თემის უკეთ აღსაქმელად.

ვიდეოლექციის შემდეგ მსმენელმა უნდა გაიაროს ონლაინ ტესტი, რომლის დასრულებისას მონაწილე ეგრევე გაიგებს ქულას. აქვე არის დამატებითი ინფორმაცია, თუ რატომ არის ეს სწორი პასუხი სწორი პასუხი. ეს ბმულები შეიძლება იყოს ტექსტური მასალა, ვიდეო, ანიმაცია და ა.შ.

ტესტის გავლის შემდეგ მსმენელებს დეტალურად ვუხსნი ტესტის თითოეულ კითხვას, რატომ არის სწორი კონკრეტული ვერსია, რანაირად შეიძლება ეს კითხვა გამოცდაზე შეგხვდეთ და ა.შ. ამის შემდეგ კვლავ ვთხოვ ტესტი კიდევ ერთხელ მოსინჯოს და შეაფასოს საკუთარი ცოდნა.

შემდეგ შეხვედრაზე პრაქტიკული დავლებების ჯერი დგება. ონლაინ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავ, როგორ უნდა შეასრულოთ ეს დავალება. ან როგორი ფორმით შეიძლება შეგხვდეთ იგივე დავალება მომავალ გამოცდაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ გარკვეული დრო გაქვთ, რომ დაასრულოთ პრაქტიკული დავალება, კიდევ ერთხელ გთხოვთ შეაფასოთ, რა გამოგივიდათ კარგად და სად გჭირდებათ მეტი მუშაობა.

ამას გარდა, ტრენინგზე გაწვდით სხვადასხვა რეკომენდაციას და ღირებულ რჩევებს, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღებაში.

ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთად აღებული უზრუნველყოფს ტრენინგების მაღალეფექტურობას წლიდან წლამდე

5. ჰმმმ, თქვენ რა კიდევ არგუმენტები გჭირდებათ? რაც ჩამოვთვალე განა ცოტაა?

კარგით

ახლა კი ამ მურაბა ტრენინგის პირობებზე ვისაუბროთ.

ტრენინგზე რომ მოხვდეთ, უნდა გაეცნოთ ტრენინგის პირობებს და შემდეგ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სერვისი დაყოფილია ორ პაკეტად. შინაარსობრივად ორივე პაკეტი ერთი და იგივეა. ლურჯ პაკეტში დამატებულია გამოცდის შემდგომი მხარდაჭერა და მაინკრაფტის და სკრეტჩის ტრენინგების ცალკე მოდული, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.

რეგისტრაციისას შეგიძლიათ მეგობრებს ან ტრენინგის ყოფილ მონაწილეებს სთხოვოთ ფასდაკლების კუპონი, ფასდაკლების კუპონი აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ამ სტატიის სოციალურ ქსელებში გაზიარებით და სხვადასხვა ჯგუფებში გამოქვეყნებით. ასევე სხვა მონაწილის მოწვევით შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტბანკით, ან საქართველოს ბანკის ყვითელი აპარატებით. თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, შეგიძლიათ წვდომა მოითხოვოთ გასული წლის ჩანაწერებსა და ტესტებზე

მაშ რას ელოდები? დღესვე დარეგისტრირდი

თუ ჯერ კიდევ აქ ხარ და ამ ტექსტს კითხულობ, მინდა გითხრა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით შეძლებთ სტატუსის შეცვლას. ხოლო შემდეგ, იმედი მაქვს, ერთად სკოლის ციფრულ განათლებაში ბევრ საინტერესო პროექტშიც ვითანამშრომლებთ.

თქვანი გოლუაფირო
მე დათო ვარ მალანია
შეხვედრამდე ონლაინ ტრენინგზე

დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური