GE

თსუ-ის დელეგაცია შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილი და თსუ-ისა და კიოლნის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, თსუ-ის სტუდენტური ომბუდსმენი მარიო შიუტცე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ. კიოლნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ მიიღო.

თსუ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტების რექტორებმა და პარტნიორმა პროფესორებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც არსებული ერთობლივი სამაგიტრო პროგრამების განვითარების, ასევე თსუ-ისა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური