GE

თსუ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ათი პროექტიდან ცხრაში მონაწილეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ათი პროექტიდან ცხრაში მონაწილეობს.

2016 წლის მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხდებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად თსუ ექვს პროექტში არის როგორც წამყვანი ორგანიზაცია, ხოლო სამ პროექტში, როგორც თანამონაწილე.

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს  შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

იხილეთ ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური