GE

თსუ-ში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე თსუ-ის სტუდენტები და პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში ფიზიკაში; წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპონატები თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებიდან. თსუ-ში მოსულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში.

თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში „მათემატიკა ყველგან“; თსუ პროფესორი გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის განვითარებაში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური