GE

თსუ-ში სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება

18 ივნისს, 20.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება.

ფილმი, რომელიც აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულებზე მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორია ნინო ყოლანდარია, პროდიუსერი – მედეა აბულაშვილი, ოფიციალური კონსულტანტია რისმაგ გორდეზიანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური