GE

„თუ ამის საჭიროება იქნება, ისევ დავბრუნდებით ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესზე“

დღეს საქართველოს უმეტეს ნაწილში სწავლის საგაკვეთილო სივრცეში განახლების მიუხედავად, შესაძლებელია, კონკრეტულ ეტაპზე ქვეყანას კვლავ დისტანციურ სწავლაზე დაბრუნება მოუხდეს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგიილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, დიდი იმედი აქვს, რომ სამინისტროსთან ერად, სკოლების ადმინისტრაცია და მშობლები ყველაფერს გააკეთებს, რომ სწავლა დასწრებული რეჟიმით შენარჩუნდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ონლაინზე გადასვლა არ გამოირიცხება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ თითქმის ერთი წელია განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით და ყოველდღიურად სიტუაცია იცვლება. ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ეტაპობრივად დაგვებრუნებინა მოსწავლეები საკლასო ოთახში და ეს იყო საკმაოდ რთული გზა, რთული თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე იყო მოსწავლის დაბრუნება, ამიტომ მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ ის წესები, ის რეკომენდაციები, რომელსაც ექიმები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვირჩევენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, სკოლის მოსწავლეები, შვილები, სასწავლო პროცესს არ გამოეთიშონ. საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის წარმართვას ვერაფერი ვერ შეცვლის. აქ მნიშვნელოვანია ინტერაქცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, სოციალიზაცია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება იქნება, ქვეყანას შეექმნება პრობლემა და მოგვიწევს ამის გაკეთება, ამის საჭიროება იქნება, დავბრუნდებით ისევ ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესზე, მაგრამ როგორც სამინისტრო, ასევე დიდი იმედი მაქვს სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეები არ დაუბრუნდნენ ვირტუალურ სასწავლო პროცესს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური