GE

თუ გამოცდებზე რეგისტრაციისას თანხა ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეთ – განაცხადის გაკეთების პროცედურა და ვადები

2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განაცხადებს16 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით მიიღებს.

განაცხადის ფორმა

განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge

იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განცხადება უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასკანერებული.

განცხადებას უნდა დაერთოს:
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

გაითვალისწინეთ!
იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ აგრეთვე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, ბმულზე (რომელიც გააქტიურდება 09:00-დან).

საფასური სრულად ბრუნდება:
თუ 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტირებულმა პირმა 31 მარტის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ დარეგისტრირდა 31 მარტის 18:00 საათამდე;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

ცენტრის განცხადებით, თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური