GE

თურქეთში სკოლების გახსნამდე მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ

თურქეთში სკოლების გახსნამდე მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა განაცხადა.

„ვგეგმავთ, რომ ვაქცინები თებერვალში მივაწოდოთ ჩვენს მასწავლებლებს, რომლებიც დაიწყებენ პირისპირ საგანმანათლებლო პროცესს“, – განაცხადა სელჩუკმა.

სკოლებში სასწავლო პროცესის ეტაპობრივად განახლების გეგმის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველ თებერვალს განაცხადა. სოფლის სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნება. პირველი მარტიდან საკლასო ოთახებში სწავლა გაანხლდება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კვირაში ორჯერ, ასევე სრულად აღდგება სასწავლო პროცესი მე-8 და მე-12 კალსის მოსწავლეებისთვის.

ამასთან, როგორც თურქეთის განათლების მინისტრმა აღნიშნა, მშობლების არჩევანის შემთხვევაში, მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები ჩაუტარდებათ.

თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინაცია 2.2 მილიონი მოქალაქეს ჩაუტარდა.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური