GE

ტყიბულის სკოლის 16 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტყიბულში სკოლის მოსწავლეები დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ. ამ დროისათვის  16  მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მათ პირველადი დახმარება უტარდებათ.

წყარო: ნიუპრესი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური