ტყვიის მაღალი შემცველობაა იმ ნივთებშიც, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები იყენებენ
ბავშვის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები ტყვიის მაღალი შემცველობით მეორე ადგილზეა. ყოველდღიური მოხმარების საგნებში ტყვიის შემცველობაზე კვლევა აქტიურ მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ ჩატარდა.
ყოველდღიური მოხმარების 268 შესწავლილი ნივთიდან ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა საკანცელარიო ნივთებში (19 ერთეული) მათ შორის საწერ კალამში, ფერად ფანქრებში, ბავშვის გასაფერადებელ რვეულში, ასაწყობ კუბებში ქართული ანბანით და ასევე ბავშვის სათამაშოებში.
კვლევის ავტორმა EDU.ARIS.GE– სთან აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად შესწავლილ საკანცელარიო ნივთებიდან წიგნებსა და ჟურნალებში ტყვია არ აღმოჩნდა.
“ბავშვის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები, ჩვენი კვლევის მიხედვით მეორე ადგილზეა ტყვიის მაღალი შემცველობის რაოდენობით. საკანცელარიო ნივთებიდან შევისწავლეთ წიგნები და ჟურნალებიც, რომელშიც ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა, თუმცა საწერ კალმებში, გასაფერადებელ რვეულებში, ფურცლების სამაგრებსა და ფაზლებში ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, მაგრამ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში მშობლებს მოვუწოდებთ რომ დაბალხარისხიანი სათამაშოს და საკანცელარიო ნივთების ყიდვას მოერიდონ”, – გვითხრა კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, კვლევის ავტორმა გურანდა ავქოფაშვილმა.
კვლევის ორგანიზატორებს მიაჩნიათ რომ:
1. უკვე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების დაბინძურების პრევენციას, მონიტორინგსა და აღმოფხვრას.
2. უნდა დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კამპანია (მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერივნული ცენტრის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით), რომელიც მოსახლეობას აუხსნის, რა საფრთხეებს შეიცავს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალებით დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და როგორ უზრუნველყონ მისი პრევენცია და მკურნალობა.
ა.წ.
- ქარის შედეგად დაზიანებული 20 საჯარო სკოლა შეკეთდება – სკოლების სია by ინფოLIFE
- 500 ლარი მენტორი მასწავლებლებისთვის და 1000-ლარიანი ჯილდო გრანტის მქონე აბიტურიენტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში by ინფოLIFE
- სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მეილზე მიიღეს – სწავლა შეწყვეტილია by ინფოLIFE