GE

უცხო ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ვარიანტების მიხედვით – გამოცდები 2018

აბიტურიენტებმა 2018 წლის მისაღები გამოცდები ძირითად საგნებში – ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენებში უკვე ჩააბარეს. 13 ივლისიდან კი აბიტურიენტები არჩევითი საგნების გამოცდებზე გავლენ. ტესტები, რომლებიც აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ზოგად უნარებში წერეს უკვე ცნობილია. დღეს კი გამოქვეყნდა უცხო ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ვარიანტების მიხედვით.

იხილეთ: უცხო ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, იმ ტესტის პასუხები, რომელშიც ღიაბოლოიანი დავალებებია მოცემული, შედეგებთან ერთად ქვეყნდება. სწორედ ამიტომ, უცხო ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემა შედეგებთან ერთად გახდება ცნობილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური