GE

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10-წლამდე ბავშვებისთვის PCR ტესტის წარმოდგენა სავალდებულო აღარ იქნება – დადგენილება

„იზოლაციისა და კარანტინის წესში“ შესული ცვლილების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან.

ამავე დადგენილებით, ამ ასაკის მოზარდების ასევე უუქმდებათ ვალდებულება, რომ საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს „პისიარ“ კვლევა ჩაიტარონ.

შესაბამის დოკუმენტს, რომელიც 16 ივნისს გამოქვეყნდა, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

„საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური