GE

უცხოური ენის გამოცდაზე 175-ე და 173-ე საგამოცდო ცენტრში ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენებში ჩააბარებენ. უცხოური ენის გამოცდა ხვალ დასრულდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები თბილისის 175-ე და 173–ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრებიდან გვატყობინებენ უცხოური ენის დილის სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. ორივემ რამდენიმე წუთით.

როგორც აღმოჩნდა, ერთ–ერთ მათგანს სახლში პირადობა დარჩა და მის ასაღებად მიბრუნება დასჭირდა. მეორე დაგვიანებული კი, რომელიც ცენტრის შესასვლელისკენ დაგვიანების მიუხედავად, სეირნობით მიემართებოდა, დაცვის განმარტების შემდეგ მშვიდად გამობრუნდა უკან და გვითხრა, რომ “არაუშავს”.

175-ე საგამოცდო ცენტრში დაგვიანებული აბიტურიენტი განცხადების დაწერას გეგმავს და გამოცდების ცენტრს მიმართავს. მან შესაბამისი თხოვნით საგამოცდო ცენტრის დაცვას უკვე მიმართა.

გამოცდები 2018

გვანცა ღვედაშვილი, ცისანა შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური