GE

„უფრო ტესტების იმედზე ვარ, საკმაოდ მარტივი მეჩვენა“ – ბიოლოგიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

2018 წლის ეროვნულ გამოცდებს დღეს აბიტურიენტები ბიოლოგიაში აბარებენ. როგორც მათი ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამოცდა საშუალო სირთულის იყო, ნაწილი კი მხოლოდ ტესტების იმედზეა.

“50 ტესტური დავალება, გენეტიკური ამოცანები და ღია კითხვები იყო. ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო, თუმცა ყველა პროგრამული საკითხი იყო მოცემული. ერთი ამოცანა ქათმების დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე იყო, მეორე ხერხემალის მალები რით არის შეერთებულიო. უფრო მეტად იყო დავალებები უჯრედებზე, შინაგან ორგანოებზე ნაკლებად კითხვები იყო. ტესტური დავალებები გაცილებით ადვილი იყო”, – გვითხრა 173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

როგორც ჩვენთან საუბარში აპლიკანტები ამბობენ, ბიოლოგიის გამოცდის ტესტური ნაწილი შედარებით ადვილი იყო და, სწორედ ამიტომ, მათმა ნაწილმა მხოლოდ ტესტები დაწერა.

“ერთი საათში გამოვედი და ძირიათადად ტესტები გავაკეთე ამოცანები ნაკლებად. მაგრამ ტესტების იმედი მაქვს. ვერ გეტყვით რამდენად სწორი მაქვს მაგრამ დაწერით არ გამჭირვებია. ამოცანები უფრო რთული იყო”, – გვითხრა ვახტანგმა.

“სიმართლე გითხრათ დაბალი კონკურენციის გამო ავირჩიე ბიოლოგია. ამოცანებიც ერთი-ორი გავაკეთე. უფრო ტესტების იმედზე ვარ, საკმაოდ მარტივებიც მეჩვენა”,- გვითხრა ანანომ.

ბიოლოგიაზე მოსული საკითხები დეტალურად კიდევ ერთმა აბიტურიენმა გაიხსენა.

“ვერ გეტყვით რომ რთული იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი ამოცანა იყო არ ველოდი. კითხვები იყო მაგალითად სად ხდება ა ტერფის სინთეზიო დაა ჩამოთვლილი იყო ბოლჯი, ქლოროპლასტები, მიტოქონდრია და ციტოპლაზმა. ასევე ძვლებზე იყო, რომელი ძვალი უზრუნველყოფს და იცავს სასმენ აპარატსო, ასევე მოცემული იყო ყურის ლოკოკინა და გეკითხებოდნენ სად ხდება ნერვული იმპულსის გადაცემაო და ეგ უნდა დაგეწერა. ერთი ამოცანა იყო ქათმებზე. ღია კითხვებში ბოლოს მიტოზი შემხვდა. ფაზები იყო დახატული და მიმდევრობით უნდა დაგელაგებინა და მერე იყო კითხვები – სად იყოფა თითისწვერა ძაფები და მსგავსი კითხვები. თუ სქემა იცი ეს კითხვები არ გაგიჭირდებოდა. სხვა ისეათი არაფერი ყოფილა, მარტივი იყო რთული არ ყოფილა”,- გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური