GE

უკაცრავად, ცხრის ნახევარია?! – პროფესიული გამოცდების სევდა

თორნიკე დევაძე – ბათუმიდან

უკაცრავად, ცხრის ნახევარია?!

ყველანი შიგნით ბსუ–ის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველ სართულზე ვდგავართ და კითხვაზე პასუხს – როდის დაიწყება რეგისტრაცია, ველოდებით!

პასუხი, ჩვეულებრივი, ცოტა არააკადემიური:

–რა იყო რატო ვერ ითმენ, დაელოდე და შეგიშვებ!…

უცებ კარებიდან ისმის დარაჯის ხმა – „რა იყო რა ხდება“?

პასუხად – არაფერი

ამ თითქოსდა ჩვეულებრივ სიტუაციაში მყოფებს ზემოდან  ჩამოგვძახიან –„ამოდით“.

წინ ჩემი მეგობარი სანდრო მიდის და მიყურებს, ალბათ იმავეს ფიქრობს რასაც მე –„სად ვართ?“

პასუხის გაცემა ადვილია, შენჯღრეულ კარებთან და ცოტა მოფილოსოფო ადამიანებთან… კარებთან ერთ–ორი კაცი და ქალი დგას….

–09:00–მდე არ გიშვებთ!

მე–კი, მაგრამ რეგისტრაციის დაწყების დროდ 08:30 მითითებული!

–ვერ გაიგონე, არ გიშვებთ!

ეს ერთი…

09:00 საათია, კარები გაიღო, მშევედით…

რეგისტრატორი–მობილური და ტელეფონები აქ რად გინდათ, რატომ არ დატოვეთ?

არავინ პასუხობს, ერთი მათგანი ბრაზობს…

ეს მეორე….

–და კალამი?

პასუხი ძალზედ მარტივია – სახლიდან უნდა წამოიღო. თუ არ წამოიღებ აფექტში მყოფი ნაზი მასწავლებელი გაბრაზდება, ლელა გაცხარდება, თენგო კი გაჯიუტდება….

ამ დროს ყველამ იცის რომ გამოცდების ჩატარებას ცენტრი უზრუნველყოფს და რას ხედავს? თანამშრომლების უდიერ მოპყრობას, კალმების, ტელეფონების, ჩანთების, ქუდის სახლიდან წამოღების აკრძალვას, გადაღლილი რეგისტრატორების გამწარებულ სახეებს და საბოლოოდ – ჩვენ რა?

არაფერი, უნდა დასხდეთ, ჩართოთ ლეპტოპი, მოისმინოთ ოფიციალური ბრიფინგები, სახელმწიფო მილიარდობით დოლარს დებს პროფესიული განათლებისთვის, შეხედოთ ლამაზ შენობებს, შენი თავი სტატისტიკაში აღმოაჩინო, ყოველდღიურად ცენტრის სიახლეები განაახლო და საბოლოოდ იმედები შეიქმნა – „იქნებ რამე მეშველოს“.

ამ სასოწარკვეთილებაში მყოფს გახსენდება, რომ არც გამოცდების ცენტრი და არც სამინისტრო შენს ელემენტარულ მოთხოვნილებებზე არ ზრუნავს…მთავარია–„სწრაფად, იაფად, „ხარისხიანად“…

ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დაელოდე  ცისფერი ეკრანიდან გამოსულ შედეგებს და კიდევ ერთხელ ირწმუნო–„ისინი ჩვენზე ზრუნავენ“.

მოკლედ, სულ ეს იყო….

თუ გაბრაზდით კარგია! ეს იყო ჩემი მიზანიც!

ჩანახატის ავტორი: თორნიკე დევაძე

პროფესიულ გამოცდაზე დარეგისტრირებული და გასული აპლიკანტი

ამ ეტაპისთვის საქართველოს მოქალაქე.

პროფესია უმუშევრობის გარანტიით

პროფესიები დასაქმების გარანტიით

რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური