უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს

უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედპერსონალმა, უკარაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.
ოჯახი საქართველოში, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ.
პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად.
ხარჯები მთლიანად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.
-
“ევროპის უნივერსიტეტი” ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა by ევროპის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ოფიციალური ვიზიტით ეწვია by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU – GS პროექტის ფარგლებში სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი