GE

უმაღლესები პროფესორ–მასწავლებლების ატესტაციისთვის ემზადებიან – როდის ჩატარდება პირველი გადარჩევა

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა უკვე დაიწყო მზადება მეცნიერ-მუშაკთა ატესტაციის პროცესისთვის, რომლის 5 წელიწადში ერთხელ გავლა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილების შემდგომ სავალდებულო გახდა. უნივერსიტეტთა ნაწილმა უკვე გამოავლინა დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ჩამოაყალიბა სამეცნიერო საბჭოები, რომელთა ფუნქცია სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მართვაა.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში 2016 წელს შევიდა, განისაზღვრა პროფესორებისთვის სავალდებულო ატესტაციის პირობები და ვადები.

კანონის მიხედვით, პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, პროფესორმა 5 წელიწადში ერთხელ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დადგენილი წესით ატესტაცია უნდა გაიაროს.

კანონში ასევე განმარტებულია, რომ ატესტაციის გავლას არ ექვემდებარებიან ის პროფესორები, რომლებიც თანამდებობაზე არჩეულნი არიან 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა ეტაპზე არიან უნივერსიტეტები, რა სამუშაოები აქვთ აღნიშნულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანათ განხორციელებული და როდის გეგმავენ პირველი ატესტაციის ჩატარებას. ამის გასაგებად რამდენიმე დიდ უნივერსიტეტეს დავუკავშირდით.

როგორც პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ებრალიძე EDU.ARIS.GE-სთან აცახდებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 2017 წლის ბოლოს ჩაატარა. აირჩია სამეცნიერო საბჭოს წევრები და დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც ჩამოაყალიბა.

„ინსტიტუტში ჩატარდა კონკურსი სამეცნიერო თანამდებობებზე. კერძოდ, კონურსის საფუძველზე არჩეულია მთავარი მეცნიერ თანამშრომლები, უფროსი მეცნიერ თანამშრომლები და მეცნიერ თანამშრომლები. შესაბამისად, როგორც კანონი განსაზღვრავს, მთავარი მეცნიერ თანამშრომლები ქმნიან სამეცნიერო საბჭოს. თავის მხრივ სამცენიერო საბჭომ აირჩია თავჯდომარე. აგრეთვე არჩეულია დირექტორიც. ეს ყველაფერი ჩატარდა 2017 წლის ბოლოს.

„ჩვენ უკვე დაფუძნებულები ვართ უნივერსიტეტის მიერ როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულები. ჩვენს გარდა არის რაფიელ აგლაძის ელექტროქიმიის ინსტიტუტი, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის, გეოგრაფიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ამასთან არის კიდევ ორი ინსტიტუტი თუ არ ვცდები ერთ-ერთი მათემატიკაა. ამ ინსტიტუტებტან დაკავშირებით სენატს აქვს გამოტანილი საბოლოო დადგენილება, რომ ინსტიტუტმა ჩაატარა კონკურსი, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს და შეიძლება დაფუძნდეს, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

სამეცნიერო საბჭოს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლები ქმნიან. ამ შემთხვევაში ჩვენთან სამეცნიერო საბჭოს 17 წევრია, ვინაიდან  საბჭოს რიცხოვნობა განისაზღვრება იქიდან გამომდინარე თუ რამდენი მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ჰყავს ინსტიტუტს“, – განაცხადა ქეთევან ებრალიძემ.

რაც შეეხება მეცნიერ მუშაკთა ატესტაციის საკითხს, ებრალიძე აღნიშნავს რომ ატესტაციის ჩატარების ფორმა და სტანდარტი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა განსაზღვრულია, რომ მთავარ მეცნიერ თანამშრომლებს ატესტაცია თანამდებობის დაკავებიდან 5 წლის შემდგომ ჩაუტარდებათ.

„ატესტაცია ჩვენთან დებულებით და უნივერსიტეტის წესდების მიხედვით არის ასე, რომ მთავარი მეცნიერ თანამშრომლები არჩეულნი არიან 10 წლის ვადით და 5 წლის შემდეგ მათ უნდა გაიარონ ატესტაცია. მაგრამ ვიანიდან მეცნიერ თანამშრომლები არჩეულნი არიან 4 წლით, ხოლო უფროსი მეცნიერ თანამშრომლები 7 წლის ვადით, ამიტომ ჯერ მათ ატესტაციაზე ლაპარაკი ადრეა. მთავარ მეცნიერ თანამშრომლებზე კი უკვე გაწერილი გვაქვს, რომ 5 წლის შემდგომ ჩატარდება ატესტაცია.

„როგორ ჩატარდება ატესტაცია ეს ჯერ არ გვაქვს დადგენილი, რადგან ატესტაციის ჩატარების საკითხს გადაწყვეტს სამცენიერო საბჭო. შესაბამისად ის დაადგენს კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით უნდა ჩატარდეს ატესტატცია.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი რიმა ბერიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ატესტაციას მხოლოდ უვადოდ აჩეული პროფესორები გადიან, მათი რიცხვი კი დღეისათვის 76-ია.

ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსტიტეტმა უვადო პროფესორები 2016 წელს აირჩია, ატესტაციის ჩაბარება აღნიშნულ სამეცნიერო მუშაკებს 5 წლის შემდგომ, ანუ 2021 წელს მოუწევთ.

„უნივერსიტეტის  აკადემიური, ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალის შერჩევა  ხდება ღია კონკურსის  წესით. კონკურსის  პირობები  და  კრიტერიუმები კი დაინტერესებული საზოგადოებისათვის ცნობილი კანონით გათვალისწინებულ  ვადებში ხდება.

„ატესტაციის გავლა დადგენილი კრიტერიუმებით მხოლოდ იმ პროფესორებს უწევთ,  რომლებიც უვადოდ არიან არჩეულნი. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. ასეთი 76 პროფესორი  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში  2016  წელს  აირჩა.  მათ  ატესტაცია  უწევთ  არჩევიდან  5  წლის  შემდეგ.  ატესტაციის  კრიტერიუმები,  რომელიც  მოიცავს  პროფესორის  სასწავლო,  სამეცნიერო  და კლინიკურ  აქტივობას,   უკვე დადგენილი  და  დამტკიცებულია  და  ცნობილია  საზოგადოებისათვის“, – განაცხადა რიმა ბერაშვილმა

მისივე თქმით, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ინსტუტუტების ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულებით განისაზღვრება, რომელსაც ამტკიცებს თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭო.

„რაც შეეხება დამოუკიდებელ სამეცნიერო ინსტიტუტებს,  ასეთი ინსტიტუტი  ორია –  პირველი  ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი  და  ვლადიმერ  ბახუტაშვილის  სამედიცინო   ბიოტექნოლოგიის  ინსტიტუტი.  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მართვის ორგანოა სამეცნიერო საბჭო. ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 14 წევრისგან შედგება,  ხოლო   ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტისა –  11  წევრისგან“, – აღნიშნა რიმა ბერიაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია სულ რამდენ მეცნიერ მუშაკს მოუწევს ატესტაციის გავლა და რა ტიპის მოთხოვნები ექნებათ მათ დასაკმაყოფილებელი, ვინაიდან ატესტაციის სტანდარტი უნივერსიტეტების დამოუკიდებელმა სამეურვეო საბჭოებმა უნდა დაადგინონ. რაც შეეხება სანქციებს, თუკი მეცნიერ მუშაკი სავალდებულო ატესტაცას ვერ გაივლის, მას უნივერსიტეტეთან დადებული ხელშეკრულება შეუწყდება.

„ატესტაცია სავალდებულო იქნება და ხუთ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. თუ მეცნიერს, პროფესორს უვადო ხელშეკრულება სურს – მოუწევს ამ ატესტაციის გავლა.  უვადო ხელშეკრულება იმისთვის გავაკეთეთ,  განცდა არ ჰქონოდათ,  რომ დროებითი პროფესორები არიან, ეს დაკავშირებულია აკადემიურ თავისუფლებასთან. მეცნიერი  არ უნდა  იყოს ჩამოკიდებული შრომით კონტრაქტზე და ყოველ ჯერზე შიში არ უნდა ჰქონდეს,  მაგრამ მოთხოვნები რომ არსებობს ესეც   გასაგებია. თუ არის ვინმე პროფესორი, ვინც არ არის პროდუქტიული და არ შეესაბამება სტანდარტს, მაშინ გასაგებია, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ ვერ გაივლის ატესტაციას“, – უთხრა კანონის დამტკიცების შემდეგ EDU.ARISD.GE-ს მაშინდელმა განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ, რომელიც დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.

ამავე თემაზე:

„ალბათ, ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, – პროფესორების ტესტირებასაც ,,ნაეკი” ჩაატარებსო“

რა ელის მეცნიერს, რომელიც ატესტაციას ვერ გაივლის და რატომ ეწინააღმდეგებიან უმაღლესები მათი საბჭოს წევრობას

„ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა”,- რა ხარვეზებს ხედავენ მეცნიერების სტატუსის განსაზღვრაში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური