GE

უმაღლესებში ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს უცხოელი ექსპერტები შეაფასებენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

14 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრება აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი ტარტუს უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტემენტის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, რენე ვარკი (ესტონეთი), რომელიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ინგლისურენოვანი პროგრამის შეფასების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.

ექსპერტთა ჯგუფი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებს.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში ცვლილებები განხორციელდა

უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა – სიები

თსუ-ში აკადემიურ ხარისხს ახალი კრიტერიუმებით შეაფასებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური