GE

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში „სტუდენტის“ განმარტება ახლებურად ჩამოყალიბდა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ბრძანებაში ცვლილებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 6 დეკემბერს მოაწერა.

კანონში „სტუდენტის“ განმარტება ახალი პრინციპით ჩამოყალიბდა. ცვლილება უკავშირდება პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, იმ პირს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს , საქართველოშიც სტუდენტის სტატუსი აქვს:

“სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, – წერია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესულ ბრძანებაში.

ამავე თემაზე:

საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ, სტუდენტის სტატუსი სამშობლოშიც ექნებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური