GE

უნდა ისწავლონ თუ არა ტყუპებმა ერთ კლასში და რატომ აქვთ მათ განსხვავებული უნარები?

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მონაცემებით, არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ უნდა ისწავლონ ტყუპებმა ერთ კლასში. ამასთან დაკავშირებით კვლევა გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში აბსოლუტურად იდენტურ და არაიდენტურ 9 000-მდე ტყუპზე ჩაატარეს, რომელთა ასაკი 7-16 წლის ფარგლებში მერყეობდა.

კვლევის ფარგლებში ბავშვები სხვადასხვა საკლასო ოთახებში განაწესეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პედაგოგებმა გამოსცადეს ბავშვები და აღმოაჩინეს, რომ დაცილების პერიოდში მათი აკადემიური მოსწრება არც გაუარესებულა და არც უკეთესობისკენ შეცვლილა. შედეგი ერთნაირი იყო განურჩევლად ქალაქის, სქესისა და ტყუპების ტიპისა. ასე რომ, სწავლების ხარისხისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისწავლიან თუ არა ტყუპები ერთ კლასში. ეს მშობლების, ბავშვების და პედაგოგების გადასაწყვეტია.

კოლუმბიის უნივერსიტეტის გენეტიკისა და ფსიქოლოგიის პროფესორი უილია კოვა ამბობს:

„ჩევნ არ ვამტკიცებთ, რომ ბავშვებზე გავლენას არ ახდენს მათი ცალ-ცალკე კლასში სწავლა, მაგრამ ვამბობთ იმას, რომ არ არსებობს აუცილებლობა  მათი ერთად  ან ცალ-ცალკე სწავლისა, რადგან, ფაქტობრივად, ეს არ მოქმედებს მათ აკადემიურ მოსწრებაზე. არჩევანი უნდა გააკეთონ მშობლებმა, ტყუპებმა და პედაგოგებმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აქვთ ტყუპებს ერთნაირი უნარები, ბუდიზმი გვპასუხობს, რომ მიუხედავად ერთანირი სხეულისა ყველა ადამიანს სხვადასხვა სული აქვს, რაც განსხვავებულ ინტერესებს, ხასიათს და უნარებს გულისხმობს. თუმცა ეს პასუხი მეცნიერულად მისაღები არაა. მეცნიერება ტყუპების განსხვავებულ უნარებს ასე ხსნის:

„ყველაფერი მექანიკურია, მათ შორის ადამიანიც.  ბიოლოგ რიჩარდ დოუკინის თქმით, ტვინი გენეტიკურად დაპროგრამებული კომპიუტერია. ადამიანის ტვინი მატერიალურია, მაგრამ გონება უხილავია, სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ როგორ აღვიქვამთ გარემოს. გონება ინახავს ჩვენს მოგონებებს, სიკვდილის შემდეგ კი ქრება“.

წყარო bbc.com

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური