GE

UNESCO-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული კურსი – Ethics Teachers’ Training Course ჩატარდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა UNESCO-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული კურსი – Ethics Teachers’ Training Course.

ეს იყო 5-დღიანი ინტენსიური, ინტერაქტიული კურსი მათთვის, ვინც ასწავლის, ან ემზადება, რომ ასწავლოს ეთიკა და ბიოეთიკა სხვადასხვა ფაკულტეტზე, როგორებიცაა: სამედიცინო, ფილოსოფიური, იურიდიული, საჯარო მართვა და სხვ.

კურსს უძღვებოდნენ UNESCO-ს ექპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კურსი მიეძღვნა საკითხებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ასწავლო თანამედროვე პრაქტიკის მიხედვით (თემატიკა) და როგორ უნდა ასწავლო (პედაგოგიკა) ეთიკისა და ბიოეთიკის დარგში. გამოყენებული იყო იუნესკოს მიერ შემუშავებული Bioethics Core Curriculum, ასევე სხვა მასალები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური