GE

UNICEF მასწავლებლებს, ბავშვთა დაცვისა და სხვა სოციალურ მუშაკებს კორონავირუსზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან კორონავირუსის პირობებეში მოსწავლეების მხარდასაჭერად და მათთვსი უწყვეტი სასწავლო რეჟიმის უზრუნველსაყოფად ყველა ხერხს მიმართავენ. ბევრი მათგანი სწავლების ახალ მეთოდს, მათ შორის ონლაინ, რადიო და სატელევიზიოს, მიმართავს.

ამის ამსახველ ფოტომასალას გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ მასწავლებლების ვაქცინაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და ორგანიზაცია მასწავლებლებს, ბავშვთა დაცვისა და სხვა სოციალურ მუშაკებს ვაქცინაციისკენ მოუწიდებს.

UNICEF-ის მოწოდებით, მასწავლებლების, ბავშვთა დაცვისა და სხვა სოციალური მუშაკების ვაქცინაცია პრიორიტეტულია. გაეროს ბავშვთა ფონდის წევრების აზრით, სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაციის შემდეგ, ამ ჯგუფის აცრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას უზრუნველყოფენ, რაც მათი ნათელი მომავლის საწინდარია.

UNICEF-ის მიერ მათ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას მასწავლებლების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. წერენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცისინი მიღება არ სურთ.

ამასთან, პედაგოგების აზრით, სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომელთაც ბევრად მეტ ადამიანთან აქვთ შეხება, ვაქცინა უფრო სჭირდებათ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური