GE

UNICEF: პანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება განუზომელი რაოდენობით ბავშვს არ ჰქონდა

გაერო-ს მონაცემებით, კოვიდპანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა.

ამის შესახებ „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 10 წლის ბავშვების 70%-ს კითხვა და მარტივი ტექსტის გააზრება არ შეუძლიათ. აღნიშნული მაჩვენებელი კოვიდამდე 53% იყო.

არსებითი პრობლემები, რომელმაც პანდემიისას მოსწავლეთა სწავლაზე ნაკლებხელმისაწვდომობა გამოიწვია – რას უყვება განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას

„გადახედვას საჭიროებს ე.წ. ბუკების უსასყიდლოდ დარიგება პირველკლასელებისთვის“ – განათლების კომიტეტის 4 რეკომენდაცია სამინისტროს პანდემიის კვალდაკვალ

მაგალითისთვის, სამხრეთ აფრიკაში სკოლის მოსწავლეებმა წლიური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მასალის მხოლოდ 75% აითვისეს.

განათლების კუთხით პრობლემები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მაგალითისთვის, ტეხასის შტატში, მესამე კლასელი ბავშვების ორი მესამედი მათი ასაკისთვის შესაფერის მათემატიკის უნარებს ვერ აკმაყოფილებს.

კვლევის ავტორთა მონაცემებით, სკოლების დახურვის გამო, გლობალურად 635 მილიონ ბავშვს დღემდე არ შეუძლია სათანადო განათლების მიღება. გაერო-ს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის გამო დაზარალებულ მოსწავლეებს ინტენსიური დახმარება აღმოუჩინონ, რათა მათ განათლების დანაკლისის აღდგენა შეძლონ.

ასევე იხილეთ:

„2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი“ – UNICEF-ის ხელმძღვანელის გაფრთხილება მთავრობებს

„ბავშვი იყო დათრგუნული, აღენიშნებოდა დეპრესიის ნიშნები“ – ბულინგი ონლაინ სწავლებისას, რა დროსაც მასწავლებელი უძლურია

წყარო: 1TV.GE

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური