GE

უნივერსიტეტები 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა – კითხვარი შეიქმნა.

ემისის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ. ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ანკეტა – კითხვარში შევსებულია მათ მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის დიდი ნაწილი. განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა – კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა, რაც გასულ წლებში განაპირობებდა ხარვეზის დადგენისა და პროცესების დროში გახანგრძლივების მიზეზს.

როგორც უწყება განმარტავს, განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.

ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უკვე ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური