GE

„უნივერსიტეტები მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ“

სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი თემურ სუყაშვილი საკუთარ წერილში წერს, რომ საქართელოს რეალობაში, მაღალკლასელები შორდებიან სკოლას და მათთვის ეს სივრცე მეორეხარისხოვანი ხდება.

“ალბათ დამეთანხმებით, რომ მოსწავლე სკოლაში ყველაზე პროდუქტიული უნდა იყოს საშუალო საფეხურზე, X-XII კლასში სწავლის პერიოდში. ის ამ დროს უნდა ქმნიდეს, ფიქრობეს, ჭრიდეს პრობლემებს, იკვლევდეს, ეძებდეს გამოსავალს და ა.შ.

რა ვითარება გვაქვს ქართულ რეალობაში?

ზუსტად ამ დროს იწყება გაუცხოება. ისინი ნელ-ნელა შორდებიან სკოლას და მათთვის ეს სივრცე ხდება მეორეხარისხოვანი.

ცხადია ამის მიზეზი ყავლგასული საგამოცდო სისტემაა. ზოგადი განათლების ტრაგედიაა, რომ მოსწავლეს კიდევ დამატებით რეპეტიტორთან მომზადება სჭირდება უმაღლესში ჩასაბარებლად და სასკოლო განათლება ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საბაზისო ცოდნით.

თუ გვინდა სკოლის როლისა და პრესტიჟის გაზრდა, აუცილებლად შესაცვლელია მიდგომა. უნივერსიტეტები მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობას, მის მიერ განხორციელებულ პროექტებს და გადაჭრილ პრობლემებსაც უნდა ჰქონდეს გარკვეული დატვირთვა.

თუმცა რა დროს განათლების საკითხებზე ფიქრია?! ამისთვის გვცხელა ახლა?!”, – წერს მენტორი მასწავლებელი.

ასევე იხილეთ:

„განათლების ბაღი“ – ერთი მასწავლებლის იდეით შექმნილი გარემო, რომელმაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება შეცვალა

„თუ ყველაფერ ამას ვერ ვითვალისწინებ, მენტორი კი არა მამა ღმერთიც რომ ვიყო, მაინც უნდა წავიდე სკოლიდან!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური